ევროპული დღეები ქედის სოფელ მერისის სკოლაში

8 მაისს ევროკავშირი და მისი მოკავშირე ქვეყნები ევროპის დღეს ზეიმობენ. ამ დღეს საფუძველი ჩაუყარა 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციამ, რომელიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. 

საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა ევროპული დღეების კვირეული. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის ეკოკლუბი "დედამიწის მცველების" წევრი მოსწავლეები და მასწავლებლები  შეუერთდნენ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მარათონს.

მერისელმა ეკოკლუბელებმა ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად გადაიღის საინტერესო კლიპი, რომელიც სწორედ ევროპას ეძღვნება.