დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.
სიღარიბე შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფულის და/ან სასიცოცხლო რესურსების ისეთი დეფიციტი, რომელიც ადამიანებისთვის ართულებს ან შეუძლებელს ხდის, იცხოვრონ ღირსეულად და უზრუნველყონ საკუთარი თავი.
მსოფლიოს მასშტაბით, 836 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გამო კიდევ უფრო გაიზრდება. ორი რეგიონი, რომელიც ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, არის სუბსაჰარული აფრიკა და სამხრეთ აზია. ამ რეგიონებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მსოფლიოს მოსახლეობის 70% ცხოვრობს.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების #1 მიზნის მისაღწევად?
განათლებულ მოსახლეობას შეუძლია, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ეს კი ხელს უწყობს თანასწორ უფლებებს, ეკონომიკის განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ასევე - საბაზისო სერვისების მიწოდებას ყველასთვის, მესაკუთრე- ობის, მიწისა და საკუთრების კონტროლის, მემკვიდრეობის გადაცემის, შესაბამისი ახალი ტექნოლოგიებისა და ფინანსური მომსახურების ჩათვლით. შესაბამისად, განათლების ხელმისაწვდომობას წვლილი შეაქვს სიღარიბის შემცირებაში.
რისი მიღწევა გვსურს
რთულ ამოცანად გეჩვენებათ?
დიახ, ნამდვილად ასეა: მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დღეში 6.3 ლარზე ნაკლები თანხით. თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი ამ რთული პრობლემის აღმოფხვრაში.
რით დავიწყოთ?
სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი უმუშევრობის მაღალ დონესა და განათლების ნაკლებობას უკავშირდება (დიდწილად მოწყვლად თემებში).
მსოფლიოში 795 მილიონი ადამიანი არასაკმარისად იკვებება და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 2050 წლისთვის 2 მილიარდით გაიზრდება. ამ ადამიანთა დიდი უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც მოსახლეობის 12.9% შიმშილის ზღვარზეა.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების # 2 მიზნის მისაღწევად?
აგრარული განათლება აუცილებელია სოფლის განვითარებისათვის და მცირე ფერმერების შემოსავლების გასაზრდელად. განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის. უახლესი ცოდნა ასევე გვეხმარება ისეთი პრობლემების თავიდან აცილებაში, რომლებსაც პოტენციურად შეუძლია შიმშილის გამოწვევა, მაგალითად: გვალვა, წყალდიდობები და სხვა სახის ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული კატასტროფები.
რისი მიღწევა გვსურს?
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ითვლება, რომ მსოფლიოში ყოველი მე-8 ადამიანი ქრონიკული შიმშილის პირობებში იმყოფება. თუ თქვენ გაგიმართლათ და მათ რიცხვს არ მიეკუთვნებით, თქვენს სკოლაში, საცხოვრებელ კორპუსში ან სამეზობლოში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკვების ნაკლებობის პრობლემა აქვთ.
რით დავიწყოთ?
[1] არანაკლებ 30 გამოკითხული რესპონდენტი.
[2] სტატიად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ტექსტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: (1) ტექსტის მოცულობა – მინიმუმი, 300 სიტყვა; (2) ექსკლუზიურობა; (3) აქტუალობა; (4) ეროვნული თემატიკა. მხატვრული ტექსტები არ მიიღება.
[3] კომპლექსური ხასიათის აქტივობა ეკოკლუბმა უნდა დაიწყოს რამდენიმე დამოუკიდებელ ღონისძიებად: მაგ: (1) ნაკვეთის გამოყოფა და შეთანხმება სკოლის დირექციასთან, (2) ნაკვეთის დამუშავება, (3) დარგვა, (4) მოსავლის აღება და ა.შ.; თითოეული ღონისძიება შეფასდება ცალ-ცალკე.
კეთილდღეობა არის ცხოვრებით კმაყოფილების გრძნობა. ადამიანისთვის ეს მდგომარეობა მოიცავს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას.
ჯანსაღი ცხოვრება გულისხმობს ადამიანზე ზრუნვას და ყველაფრის გაკეთებას, რაც შესაძლებელია მის დასაცავად დაავადებისა და ინტოქსიკაციისაგან. ეს ზრუნვა კი, ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ყოველწლიურად 1 მილიარდი აშშ დოლარი იხარჯება ვაქცინებზე, რასაც წელიწადში 1 მილიონი ბავშვის გადარჩენა შეუძლია. 1990 წლიდან, ვაქცინების დამსახურებით, ყოველდღიურად 17,000 ბავშვით ნაკლები იღუპება; თუმცაღა, სამწუხაროდ, ყოველ წელს 6 მილიონზე მეტი ბავშვი ჯერ კიდევ იღუპება მანამდე, სანამ მათ ხუთი წელი შეუსრულდებათ.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების # 3 მიზნის მისაღწევად?
განათლებას გადამწყვეტი როლი აქვს ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებისა და პრევენციის, ისევე როგორც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ის ასევე გვაწვდის შესაბამის ცოდნასა და ინფორმაციას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
გაატარეთ ერთი დღე ვეტერინართან ერთად და მოამზადეთ სტატიების ციკლი: ვეტერინართა საჭიროებების, საქმიანობისა და სირთულეების შესახებ
[1] ვის შეუძლია გახდეს სისხლის დონორი - არსებობს რამდენიმე მოთხოვნა, რასაც უნდა აკმაყოფილებდე: პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყო სრულწლოვანი და იწონიდე მინიმუმ 50 კილოგრამს.
განათლება არის ცოდნის, უნარების, ღირებულებების, შეხედულებებისა და ჩვევების შეძენა. ხარისხიანი განათლება უშუალოდმოიცავსისეთსაკითხებს, როგორებიცაა: შესაბამისი უნარების განვითარება, გენდერული თანასწორობა, შესა- ფერისი სასკოლო ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, საგანმანათლებლო მასალებისა და რესურსების, სტიპენ- დიების ან სასწავლო ძალის უზრუნველყოფა.
განვითარებად ქვეყნებში დაწყებით განათლებაში დარეგის- ტრირებულ ბავშვთა რაოდენობა 91%-ს აღწევს. ამის და მიუხედავად, 57 მილიონი ბავშვი ჯერაც სკოლის მიღმაა დარჩენილი. ამ ბავშვების ნახევარზე მეტი სუბსაჰარულ აფრიკაში ცხოვრობს. მათი 50% კონფლიქტისგან დაზარალე- ბულ ზონებში ცხოვრობს. 103 მილიონი ახალგაზრდა, მსოფლიოს მასშტაბით, ჯერ კიდევ წერა-კითხვის უცოდინარია და მათი 60%-ზე მეტი გოგოა.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების # 4 მიზნის მისაღწევად?
მე-4 მიზნისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლებაზე ყველას ჰქონდეს წვდომა - დაწყებული საბაზისო დონიდან.
კონკრეტული ამოცანები მოიცავს: უკეთესი სამუშაო ადგილების შოვნის მიზნით, ტექნიკური და პროფესიული ტრენინგების უზრუნველყოფას; ქალებსა და კაცებს შორის განათლების შესაძლებლობებთან დაკავშირებული უთანასწორობის დასრულებას; შესაბამისი განათლების უზრუნველყოფას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, მკვიდრი მოსახლეობისა და კონფლიქტით ან ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფებით დაზარალებული პირებისათვის; სასკოლო დაწესებულებების უფრო უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოდ გარდაქმნას; კვალიფიციური მასწავლებლების რაოდენობის გაზრდას და განათლების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისთვის.
რისი მიღწევა გვსურს?
თუ მიეკუთვნებით იმ ახალგაზრდების რიცხვს, რომელთაც აქვთ ან ჰქონდათ შესაძლებლობა, ევლოთ სკოლაში, თქვენ გაგიმართლათ!
ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ ანებებენ თავს სწავლას ახალგაზრდები და ბავშვები. კონფლიქტებმა და ბუნებრივმა კატასტროფებმა შეაფერხეს 75 მილიონი ბავშვის საგანმანათლებლო პროცესი. ამას გარდა, მსოფლიოში 5-დან 10 წლამდე ასაკის 168 მილიონი ბავშვი შრომაშია ჩართული, რის გამოც ისინი იძულებული ხდებიან სკოლაში სიარული შეწყვიტონ.
რით დავიწყოთ?
გენდერული თანასწორობა არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, საჭიროა ყველა ქალსა და კაცს მოვექცეთ თანასწორად. მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი უფლებები, მიუხედავად მათი ბიოლოგიური განსხვავებებისა. თანასწორობა მათ თანაბარ შესაძლებლობებს მისცემთ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების #5 მიზნის მისაღწევად?
ხარისხიანი, გენდერულად მგრძნობიარე განათლება ხელს უწყობს ქალებისა და გოგონების მონაწილეობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო სფეროებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ხმა გაგონილი იქნება და მიიღებენ სრული მონაწილეობის შესაძლებლობას. დამატებით ამას წვლილი შეაქვს ისეთი მანკიერი პრაქტიკებისა და ტრადიციების დასრულებაში, რომლებიც ასუსტებენ ქალებისა და გოგონების ფიზიკურ, მენტალურ და სექსუალურ ჯანმრთელობას.
რისი მიღწევა გვსურს?
აღნიშნული პრობლემა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ვლინდება, თუმცა ფაქტია, რომ 150-ზე მეტ ქვეყანაში, სულ მცირე, ერთი კანონი ქალების მიმართ დისკრიმინაციულია (წყარო: მსოფლიო ბანკი). დააკვირდით ქვეყნის მთავრობას, ბიზნეს- ელიტას ან ავტორიტეტულ ადამიანებს. რამდენი მათგანია ქალი? 10%? 20%? ერთად აღებულ ყველა დარგში ქალებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობების საშუალოდ 9% უკავიათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა, ეს შეიცვალოს?
რით დავიწყოთ?
აიმაღლეთ ხმა საფრთხეში მყოფი ქალების დასაცავად: ამხილეთ მჩაგვრელები თქვენს კლასში, სამსახურში და ოჯახშიც კი მაშინ, როცა ისინი გამოხატავენ გენდერულ დისკრიმინაციას ვერბალურად ან ქმედებით. თუ კი თქვენს ან მეგობრის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება, განაცხადეთ ამის შესახებ სკოლის ხელმძღვანელობასთან.
წყალი სიცოცხლისათვის აუცილებელია. ის ადამიანის სხეულის 65%-სა და მცენარეების სტრუქტურის 90%-ს შეადგენს. შესაბამისად, წყლის შეზღუდვის შემთხვევაში, ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ იარსებებს დიდი ხნის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, არსებობის ეს ფუნდამენტური ელემენტი სერიოზული საფრთხის ქვეშაა მდინარეების დაბინძურების გამო, მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონს იგი სულაც არ მიეწოდება და ამის მოგვარებაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
1990 წლის შემდეგ 2.6 მილიარდმა ადამიანმა მოიპოვა წვდომა სასმელი წყლის გაუმჯობესებულ წყაროებზე, მაგრამ 663 მილიონ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს სუფთა წყალზე წვდომა. წყლის დეფიციტი აწუხებს მსოფლიო მოსახლეობის 40%-ზე მეტს და ეს რიცხვი თანდათან იზრდება. ჩამდინარე წყლების 80%-ზე მეტი, რომელიც ადამიანების აქტივობების შედეგია, მდინარეებში ან ზღვაში ჩაედინება ყოველგვარი გაწმენდის გარეშე. ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის 70% წყალდიდობებსა და წყალთან დაკავშირებულ სხვა კატასტროფებზე მოდის.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების #6 მიზნის მისაღწევად?
წყლის ხარისხის მონიტორინგისა და დაბინძურების შესამცირებლად საჭიროა ამომწურავი განათლება წყლის შესახებ.
განათლებულ საზოგადოებას შეუძლია გააუმჯობესოს წყლის მოხმარება ხელახლი მოხმარებისთვის საჭირო რესურსების მოძიებით. განათლებას დიდი წვლილი შეაქვს ადამიანებს შორის ცნობიერების ამაღლებაში და ასწავლის მათ, თუ როგორ შეასრულონ საკუთარი როლი წყლის მოხმარების მართვაში
რისი მიღწევა გვსურს?
იცით თუ არა, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
750 მილიონ ადამიანზე მეტს არ აქვს სასმელად ვარგის წყალთან საკმარისი წვდომა. თანაც, ჩვენ ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსზე გვაქვს საუბარი. წყალი ფუფუნების საგანს არ უნდა წარმოადგენდეს და ის ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ისევე როგორც ჰიგიენის ძირითადი საშუალებები
საიდან შეგიძლიათ დაიწყოთ?
განახლებად ენერგიას შეუძლია განახლდეს ან ბუნებრივად აღდგეს. მისი გამოყენება შესაძლებელია უვადოდ, მაშინ როცა არაგანახლებადი ენერგია იღებს სათავეს ისეთი წყაროებიდან, რომლებიც შეიძლება ამოიწუროს.
მსოფლიოში ხუთიდან ერთ ადამიანს შეზღუდული წვდომა აქვს ელექტროენერგიაზე. ენერგიას ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაში და სათბურის აირების დაახლოებით 60%-ს გამოყოფს. 3 მილიარდი ადამიანი იყენებს შეშას, ქვანახშირს, ხის ნახშირს ან ცხოველურ ნარჩენს საკვების მოსამზადებლად ან გასათბობად.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების #7 მიზნის მისაღწევად?
განათლება ენერგიის შესახებ ხელს უწყობს ენერგოეფექტიანობას. იგი გვასწავლის ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც ხარჯავენ ნაკლებ ენერგიას და გვიბიძგებენ ერთად მუშაობისკენ, რომ შევისწავლოთ და განვავითაროთ განახლებადი და სხვა მდგრადი ენერგიის რესურსები..
რისი მიღწევა გვსურს?
ენერგოსექტორში მიმდინარე ინოვაციური პროცესების მიუხედავად, მსოფლიოში გამოყენებული ენერგიის მხოლოდ 6%-ია განახლებადი წყაროებიდან წარმოქმნილი. ამიტომაც, სწორედ ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ აქტიურად განახლებადი ენერგიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში
რისი გაკეთება შეგიძლიათ?
ღირსეული სამუშაო არის სამუშაო, სადაც დასაქმებულისთვის შექმნილია უსაფრთხო პირობები, სადაც მას შეუძლია მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება და უზრუნველყოს სოციალური დაცვა საკუთარი ოჯახისათვის. ღირსეული სამუშაო გვაძლევს განვითარების საშუალებას პროფესიულ ჭრილში, ხელს უწყობს იმას, რომ სამუშაო ადგილზე ჩვენი ესმოდეთ, აძლევს თანაბარ შესაძლებლობებს ქალებსა და კაცებს.
უმუშევართა რიცხვი 2012 წელს 170 მილიონი იყო, რაც 2017 წელს 202 მილიონამდე გაიზარდა, მათგან 75 მილიონი ახალგაზრდა ქალები და კაცები არიან. სიღარიბის აღმოფხვრა მხოლოდ სტაბილური და კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების დახმარებით არის შესაძლებელი, თუმცა დაახლოებით 2.2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის 2 დოლარიანი ზღვრის ქვემოთ. 2016-2030 წლებში შრომის ბაზარზე ახალშემოსული ადამიანებისათვის 470 მილიონი სამუშაო ადგილია საჭირო.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების # 8 მიზნის მისაღწევად?
ტექნიკური და პროფესიული განათლება და ტრენინგი მიზნად ისახავს უმუშევარი ახალგაზრდების რიცხვის შემცირებას, ტრენინგის შესაძლებლობათა ხელმისაწვდომობის გაზრდით. ხარისხიანი განათლება ასევე ამაღლებს ცნობიერებას იძულებით და ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით და გვეხმარება მათ აღმოფხვრასა და პრევენციაში ნებისმიერი არსებული ფორმით.
რისი მიღწევა გვსურს?
რატომ უნდა იყოს ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანი?
დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალგაზრდების 13.6% დაუსაქმებელია. ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული მაჩვენებელი 50%-საც კი აღწევს. უმუშევრობა კი, როგორც წესი, სამუშაო ბაზრისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მზაობის ნაკლებობას უკავშირდება.თქვენი ქმედებით დაეხმარეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ დასაქმდეს:
თქვენი ქმედებით დაეხმარეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ დასაქმდეს:
მრეწველობა არის საქონლის ან შესაბამისი მომსახურებების წარმოება ეკონომიკის ფარგლებში. ინოვაცია არის ახალი იდეა, მოწყობილობა ან მეთოდი. ინფრასტრუქტურა გულისხმობს ფუნდამენტურ ნაგებობებსა და სისტემას, რომელიც ემსახურება ქვეყანას, ქალაქს ან რაიონს, იმ სერვისებისა და ნაგებობების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების # 9 მიზნის მისაღწევად?
კვლევისათვის რესურსების გამოყოფა გადამწყვეტია მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ყოველი ქვეყნის სპეციფიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად. მეცნიერული კვლევის გაძლიერება, ინოვაციების წახალისება და მკვლევართა რაოდენობის გაზრდა ხელს შეუწყობს ინდუსტრიული სექტორების ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
რისი მიღწევა გვსურს?
კონტექსტის ზოგადი მიმოხილვა: მაშინ, როცა გარკვეულ წრეებში უკვე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოახლოებაზე საუბრობენ, მსოფლიოში 4 მილიარდამდე ადამიანია, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ გააჩნიათ (იგულისხმება, ზოგადად, ინტერნეტი და არა 4G). მოვესწარით მძღოლის გარეშე მოსიარულე მანქანებს, თუმცა პარალელურად კვლავ არსებობს ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ხარისხიანი გზა და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ აქვს.
სოციალური თანასწორობა არის ისეთი მდგომარეობა, რომელშიც ყველა ადამიანს, კონკრეტულ საზოგადოებასა თუ იზოლირებულ ჯგუფს აქვს ერთი და იგივე სტატუსი სამოქალაქო უფლებებთან, სიტყვის თავისუფლებასთან, საკუთრების უფლებებთან, საზოგადოებრივ სიკეთეებთან და სერვისებზე თანასწორ წვდომასთან მიმართებით
ის მოიცავს ისეთ კონცეფციებს, როგორიც არის: თანასწორობა ჯანდაცვის სფეროში, ეკონომიკური თანასწორობა და სხვა ტიპის სოციალური უსაფრთხოებები. ის ასევე გულისხმობს თანაბარ შესაძლებლობებსა და მოვალეობებს და, შესაბამისად, მოიცავს მთელ საზოგადოებას.
საშუალოდ, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, განვითარებად ქვეყნებში შემოსავლების უთანასწორობა 1990-2010 წლებში 11%-ით გაიზარდა. ოჯახების უმრავლესობა (მოსახლეობის 75%-ზე მეტი) განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს საზოგადოებაში, სადაც შემოსავლები უფრო არათანაბრად არის გადანაწილებული, ვიდრე 1990-იან წლებში იყო. გარკვეულ ზღვარს მიღმა უთანასწორობა გავლენას ახდენს ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე და უფრო ფართოდ, ურთიერთობების ხარისხზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროებში, ისევე როგორც ადამიანის ღირსებაზე.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების #10 მიზნის მისაღწევად?
ხარისხიანი განათლება ამაღლებს ცნობიერებას არსებული უთანასწორობის შესახებ. მას წვლილი შეაქვს იმის უზრუნველყოფაში, რომ კანონებმა და სოციალურმა პროგრამებმა, პირველ რიგში, არადამაკმაყოფილებელ პირობებში მყოფი და უმწეო ადამიანები დაიცვას.
ის ხელს უწყობს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინკლუზიურობის გაძლიერებასა და დაწინაურებას ყველასათვის, მიუხედავად ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების, რასის, ეთნიკურობის, წარმოშობის, რელიგიის ან ეკონომიკური თუ სხვა სახის სტატუსისა.
რისი მიღწევა გვსურს?
როგორც ხედავთ, თანასწორობის თემის გარშემო ბევრი სხვადასხვა საკითხი იკვეთება. ცხოვრებაში, თუნდაც ერთხელ, ყველას გვიგრძნია თავი დისკრიმინირებულად. ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ პრობლემას ხედავს იმაში, თუ ვინ ხართ, რა გაქვთ ან ვინ გიყვართ. გარდა პიროვნებასთან დაკავშირებული პრობლემებისა, თქვენი ასაკის მრავალი ახალგაზრდა კიდევ ერთი სახის კრიზისს განიცდის - მსოფლიოში იძულებით გადაადგილებული პირების 50% 18 წლამდე ასაკისაა.
ვცხოვრობთ რა 21-ე საუკუნეში, ვთვლით, რომ საჭიროა მიღებულ იქნეს გარკვეული ზომები, რაც “ნერგების” დაგროვებაშიც დაგეხმარებათ:
მდგრადი ქალაქი არის ადგილი, რომელიც პატივს სცემს მდგრადი განვითარების პრიორიტეტებს და საშუალებას აძლევს საკუთარ მოსახლეობას, იცხოვროს კარგ პირობებსა და ჰარმონიაში გარშემო არსებულ ბუნებასთან.
დღეს კაცობრიობის ნახევარი - 3.5 მილიარდი ადამიანი - ქალაქებში ცხოვრობს. 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 60% ურბანულ დასახლებებში იცხოვრებს. შემდეგი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ურბანული გაფართოების 95% განვითარებად მსოფლიოში მოხდება. მსოფლიო ქალაქებს დედამიწის ტერიტორიის მხოლოდ 3% უკავია, მაგრამ ეს ტერიტორია ენერგიის საერთო მოხმარების 60-80%-ზეა პასუხისმგებელი, ისევე როგორც დედამიწის მასშტაბით გამოყოფილი ნახშირორჟანგის 70%-ზე მეტ წილზე.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების # 11 მიზნის მისაღწევად?
ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვის და ნარჩენების მართვისთვის საჭიროა შესაბამისი მექანიზმები, რასაც განაპირობებს ხარისხიანი განათლება. შესაბამისი, თანამედროვე განათლება ასწავლის საზოგადოების წევრებს თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი რესურსები და გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილებას. განათლებული საზოგადოება აქტიურად ერთვება საუბრებსა და ქალაქის გასაუმჯობესებლად მოწყობილ აქტივობებში
რისი მიღწევა გვსურს?
საცხოვრებლის ქონა თითქოს ჩვეულებრივი რამ არის, თუმცა დღეს 828 მილიონი ადამიანი უსახლკაროების თვითნებურ დასახლებებში (უკიდურესად მჭიდროდ, ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე) ცხოვრობს და ეს რიცხვი გამუდმებით იზრდება. ურბანიზაციის ზრდა ტვირთად აწვება მტკნარი წყლის მარაგებს, საკანალიზაციო სისტემას, საცხოვრებელ გარემოს და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
თქვენი ქმედებებით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ქალაქების საცხოვრებელი პირობები:
მდგრადი მოხმარება გულისხმობს სერვისებისა და შესაბამისი პროდუქტების ისეთ გამოყენებას, რომელიც პასუხობს საბაზისო საჭიროებებს და რომელიც ადამიანთა სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს.
რესურსების პასუხისმგებლიანად გამოყენებას მინიმუმამდე დაჰყავს ბუნებრივი რესურსებისა და ტოქსიკური მასალების მოხმარება. ეს კი, ამცირებს დამაბინძურებელ ემისიებს სერვისისა თუ პროდუქტის ცხოვრების ციკლის განმავლობაში. შედეგად კი მომავალი თაობების საჭიროებებს არ შეექმნებათ საფრთე.
მდგრადი წარმოება არის საქონლისა და სერვისების შექმნა ისეთი პროცესებისა და სისტემების გამოყენებით, რომლებიც არ აბინძურებენ გარემოს, ინახავენ და ინარჩუნებენ ენერგიასა და ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი, უსაფრთხო და ჯანსაღია მუშებისა და მომხმარებლებისათვის და სოციალურად ან შემოქმედებითად სასარგებლოა
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების #12 მიზნის მისაღწევად?
ხარისხიან განათლებას წვლილი შეაქვს ნარჩენების გენერირების შემცირებაში, 4 მნიშვნელოვანი პრაქტიკის (4R-ის) წარდგენით: შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და აღდგენა.
საზოგადოების ინფორმირება და განათლება ხელმისაწვდომს ხდის ყველა იმ საშუალებას, რომელიც საჭიროა ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრებისა და მდგრადი ცხოვრების წესისათვის
რით დავიწყოთ?
კლიმატის ცვლილება არის ცვლილება ამინდის საშუალო ნიმუშებში, რომელიც შეიმჩნევა მოცემულ რეგიონში გარკვეული დროის განმავლობაში. ეს ნიმუშები მოიცავს ყველა ელემენტს, რომელსაც ჩვენ, როგორც წესი, ამინდთან ვაკავშირებთ, როგორებიცაა: ტემპერატურა, ქარი და ნალექიანობა. კლიმატის ცვლილება, მსოფლიოს მასშტაბით, გულისხმობს იმ სახეცვლილებებს, რომლებსაც პლანეტის მთელი კლიმატი განიცდის. გრძელვადიან პერსპექტივაში კლიმატთან დაკავშირებული ცვლილებების სიჩქარემ და მასშტაბმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ეკოსისტემასა და ადამიანის აქტივობებზე.
1990 წლიდან 2012 წლამდე საშუალო გლობალური ტემპერატურა 0.85°Cით გაიზარდა. მნიშვნელოვნად შემცირდა სიმინდის, ხორბლისა და სხვა ძირითადი მარცვლეულის მოსავალი გლობალურ დონეზე, რამაც 1981-202 წლებში უფრო თბილი კლიმატის გამო წლიურად 40 მეგატონა შეადგინა. 1901 წლიდან 2010 წლამდე ზღვის საშუალო გლობალური დონე 19 სმ-ით გაიზარდა, ოკეანეები გაფართოვდა ყინულის დნობის გამო. არქტიკის ზღვის ყინული მუდმივად მცირდება 1979 წლის შემდეგ, საშუალოდ 1.07 მილიონი კმ2 იკარგება ყოველ 10 წელში. სათბურის აირების ამჟამინდელი კონცენტრაციისა და გამოყოფის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ამ საუკუნის ბოლოს, 1900 წელთან შედარებით, გლობალური ტემპერატურის ზრდა 1.5°C -ს გადააჭარბებს. ნავარაუდებია, რომ 2065 წლისათვის ზღვის დონის საშუალო მატება - 25-30 სმ-ს, ხოლო 2100 წლისათვის 40-63 სმ-ს მიაღწევს. ნახშირორჟანგის (CO2 -ის) გლობალური ემისიები, 1900 წელთან შედარებით, თითქმის 50%-ით გაიზარდა.
კლიმატის ცვლილების შესახებ (CCE) ხარისხიანი განათლება ამაღლებს ადამიანისშესაძლებლობების შესახებ ცნობიერებას. განათლებულ საზოგადოებას შეუძლია კლიმატის ცვლილების შემცირებაზე, ადაპტაციასა და მისი გავლენის შემცირებაზე ზრუნვა.
CCE ასევე, ქმნის საკმარის შესაძლებლობებს იმისათვის, რომ სწორად ვმართოთ კლიმატის ცვლილება და ამ პროცესის შემარბილებელი ქმედებები.
ჩაატარეთ სემინარები იმის შესახებ, თუ რა მოვიმოქმედოთ კატასტროფის შემთხვევაში: მნიშვნელოვანია სემინარები მოიცავდეს კატასტროფის რისკის მართვის პროცესის სხვადასხვა საკითხებს, მაგალითად თემის ჩართულობას, მოწყვლად ჯგუფებს და ა.შ.
დაუკავშირდით ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებაზე პასუხისმგებელ უწყებებს, იმისთვის, რომ ეფექტიანად მოამზადოთ სემინარი. შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ Forestry.ge ზე განთავსებული საგანმანათლებლო დოკუმენტებით, იმისათვის რომ მეტი ინფორმაცია მიიღოთ კატასტროფის რისკის მართვასა და შემცირებასთან დაკავშირებული თემების შესახებ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი თანატოლები საჭირო ცოდნით აღჭურვოთ და კატასტროფებისთვის უკეთ მოამზადოთ
ჩვენ ვიყენებთ ოკეანის რესურსს (იქნება ეს ცხოველური, მცენარეული თუ სხვა), რათა გავიუმჯობესოთ საკუთარი ცხოვრების პირობები. მდგრადი ექსპლუატაცია გულისხმობს მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილებას ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგეს მომავალი თაობის საჭიროებები.
მსოფლიოს მარჯნის რიფების 20% განადგურდა აღდგენის შანსის გარეშე. დარჩენილი რიფების დაახლოებით 24% გადაშენების საფრთხის ქვეშ არის ადამიანების აქტივობის შედეგად და 26%-ს გადაშენება ემუქრება გრძელვადიან პერსპექტივაში. ოკეანეები დედამიწის ზედაპირის სამ მეოთხედს ფარავს, მოიცავს დედამიწის წყლების 97%-ს და წარმოადგენს სასიცოცხლო სივრცის 99%-ს პლანეტაზე. ოკეანეებში იდენტიფიცირებულია 20,000 სახეობა, მაგრამ რეალური რიცხვი შეიძლება მილიონებს აღწევდეს, ბევრი მათგანი ჯერაც ელის აღმოჩენას.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების # 14 მიზნის მისაღწევად?
განათლება ოკეანეების შესახებ უმჯობესდება სამეცნიერო თანამშრომლობითა და ცოდნის გაცვლის მეშვეობით ყველა დონეზე, კვლევითი შესაძლებლობებისა და საზღვაო ტექნოლოგიის განვითარებით.
რისი მიღწევა გვსურს?
გაქვთ თუ არა გაცნობიერებული, რომ ყველაფერი თქვენს თეფშს უბრუნდება? ოკეანე ჩვენი სანაგვე ურნა არაა. მსოფლიო ოკეანის 40%-ს უკიდურესად აზიანებს ადამიანის საქმიანობა. უფრო მეტიც, 3 მილიარდზე მეტი ადამიანის საარსებო საშუალებები საზღვაო და სანაპირო ბიომრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოს თითქმის ნახევარი მოსახლეობის არსებობა ოკეანეებზეა დამოკიდებული.
რით დავიწყოთ?
რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ წყალქვეშა სამყაროსთვის?
ბიომრავალფეროვნება ნიშნავს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ფორმების (მცენარეების, ცხოველების და მიკროორგანიზმების), აგრეთვე გენების და ცოცხალი ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი რთული სისტემების სიმრავლეს.
ბიომრავალფეროვნების ტერმინის ქვეშ მოიაზრება დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება
ეკოსისტემა არის ერთობლიობა, რომელიც შედგება კონკრეტული გარემოსა და ცოცხალი არსებებისაგან. არსებობს დიდი რაოდენობით განსხვავებული სახეობები ერთსა და იმავე ეკოსისტემაში და დიდი რაოდენობით განსხვავებული ეკოსისტემები დედამიწაზე.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების #15 მიზნის მისაღწევად?
იმისათვის, რომ ადგილობრივი და ეროვნული განვითარების პროცესში გათვალისწინებული იყოს ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების ღირებულებანი, აუცილებელია ხარისხიანი განათლება.
რისი მიღწევა გვსურს?
ტყეები ჩვენ არ გვეკუთვნის. ტყეები ცხოველების, მცენარეებისა და მწერების 80%-ზე მეტი სახეობის საარსებო გარემოა. ხმელეთზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად ტყეებისა და სხვა სახმელეთო ეკოსისტემების მოვლა ჩვენი მოვალეობაა
გსურთ დახმარების გაწევა? აი, როგორ:
მშვიდობა გულისხმობს კონფლიქტის შემცირებასა და ძალადობის არარსებობას არაერთგვაროვან სოციალურ ჯგუფებს შორის. სამართლიანობა აერთიანებს ორ ასპექტს: იდეას იმის შესახებ, რომ ყველას მისცე ის, რისი მიღების უფლებაც მათ აქვთ; და ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც წარმოადგენენ მოსამართლეებს, იურისტებს, იუსტიციის მინისტრებსა და სასამართლოებს.
კორუფცია, მოქრთამვა, ქურდობა და გადასახადების თავიდან არიდება განვითარებად ქვეყნებს ყოველწლიურად 1.26 ტრილიონი აშშ დოლარი უჯდებათ; თანხის ეს ოდენობა საკმარისი იქნებოდა ადამიანებისათვის სიღარიბისგან თავის დასაღწევად, სულ მცირე, 6 წლით მაინც. იმ ბავშვების რაოდენობამ, რომლებიც დაწყებით სკოლას ტოვებენ კონფლიქტისგან დაზარალებულ ქვეყნებში, 2011 წელს 50%-ს მიაღწია, რაც 28.5 მილიონ ბავშვს უტოლდება და გვიჩვენებს არასტაბილური საზოგადოებისა და განათლების შედეგებს.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების #16 მიზნის მისაღწევად?
განათლებული საზოგადოება უზრუნველყოფს კონსულტაციის შესაძლებლობას საკუთარი მოქალაქეებისთვის და რწმუნდება იმაში, რომ მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს ბავშვებისა და ზრდასრულების ინტერესთა გათვალისწინებით. მაგალითად, საჭიროა ბავშვებთან და ახალგაზრდებთან კონსულტაცია, სანამ იმ სამართლებრივ კანონს მოეწერება ხელი, რომელიც მათ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას.
რისი მიღწევა გვსურს?
გაეროს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი 30 წლამდე ასაკის ადამიანია, ახალგაზრდები არ არიან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ეპიცენტრში.
ჩვენი, ახალგაზრდების, უფლებაა, ხმა ავიმაღლოთ იმის დასაცავად , რაც გვწამს და ჩვენი ხმები წარმოდგენილი იყოს სახელისუფლებო უწყებებში. ამასთან, 21-ე საუკუნეში კვლავ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს კონფლიქტები, რომლებიც აიძულებს კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, მიატოვონ სკოლა. კონფლიქტები ასევე იწვევს სიღარიბის ზრდას და ინფრასტრუქტურის განადგურებას.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად?
პარტნიორობა არის სისტემა, რომლის ფარგლებშიც მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობაზე, რომ იმოქმედონ თავიანთი ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე. საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერამ 2014 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს, 135.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. განვითარებადი ქვეყნების მიერ განხორციელებული იმპორტის 79% საბაჟო გადასახადის გარეშე შედის განვითარებულ ქვეყნებში. ვალის სიმძიმე განვითარებადი ქვეყნებისთვის უცვლელია და საექსპორტო შემოსავლის დაახლოებით 3%-ს შეადგენს.
უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში აფრიკაში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. მსოფლიო ახალგაზრდობის 30%, მინიმუმ, ხუთი წელია ონლაინ აქტიური სტატუსით სარგებლობს; მაგრამ 4 მილიარდზე მეტი ადამიანი არ იყენებს ინტერნეტს და მათი 90% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.
რატომ არის განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების # 17 მიზნის მისაღწევად?
ხარისხიანი განათლება იძლევა ისეთ ორგანიზაციებსა და ინდივიდებთან თანამშრომლობის საშუალებას, რომლებიც მუშაობენ გლობალურ მიზნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. საერთაშორისო მხარდაჭერა ხელს უწყობს, ეფექტიანი შესაძლებლობის გაძლიერებას განვითარებად ქვეყნებში. ეს მათ საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გეგმას მდგრადი განვითარების თითოეული მიზნის განსახორციელებლად.
რისი მიღწევა გვსურს?
ამ პროცესში გამარჯვება შეუძლებელია ცალკე აღებული ადამიანის, კომპანიისა თუ მთავრობის მიერ. თუ გვსურს, მიზანს მივაღწიოთ, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს. ყველა სექტორმა და მთელმა მოსახლეობამ უნდა ითანამშრომლოს.
როგორ უზრუნველვყოთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ყველა მხარის ჩართულობა?
მოითხოვეთ მთავრობისა და კომპანიებისგან, იყვნენ ანგარიშვალდებულნი: გაეცანით მთავრობის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გეგმას და ისარგებლეთ მოქალაქისთვის მინიჭებული ძალაუფლებით (ხმის მიცემა, სამუშაო ჯგუფებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში გაწევრიანება) იმისათვის, რომ მთავრობას მოსთხოვოთ აღნიშნულ გეგმაზე ანგარიშვალდებულება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მომხმარებლის ძალაუფლება და გავლენა მოახდინოთ საწარმოებზე, განახორციელონ მდგრადი პრაქტიკა. შეიძლება ამის განსახორციელებლად ერთი ადამიანის ძალისხმევა საკმარისი არ იყოს, მაგრამ იმისათვის, რომ შეგამჩნიონ, შეგიძლიათ თქვენს თემში დაიწყოთ მოძრაობა.
თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ავიღოთ პასუხისმგებლობა და მივაღწიოთ მიზნებს, რომლებიც მარტო ჩვენს ცხოვრებაზე როდი ახდენს გავლენას!