გორელი ეკოკლუბელები ტატო კოშორიძის სიცოცხლის გადასარჩენად

ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეკოფილების" წევრებისა და სკოლის თვითმმართველოვის ორგანიზებით 17 მაისს სკოლაში მოეწყო საქველმოქმედო აქცია 7 წლის ტატო კოშორიძის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც იმყოფება იაშვილის კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში. მის გადასარჩენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თურქეთის კლინიკაში ტრანსპორტირება რეანომობილით. მკურნალობის პერიოდში მშობლებს ამოეწურათ ყველანაირი ფინანსური რესურსი. შემდგომი მკურნალობა სოლიდურ თანხას საჭიროებს. 

"ეკოფილებმა" ინფორმაცია პატარა  ტატოს მდგომარეობის შესახებ გაავრცელეს სკოლის მოსწავლეებში და მის დასახმარებლად შეადგინეს სამოქმედო გეგმა, გადაინაწილეს ფუნქციები და მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა, სადაც გამოფენილი იყო მათივე ხელით დამზადებული ბუნებრივი ქვებით დამზადებული სამაჯურები და სხვადასხვა აქსესუარები  ნუგბარი და ნამცხვრები. ამის შემდეგ სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების ძალებით მოეწყო კონცერტი სკოლის ეზოში.

მოძიებული თანხა გადაირიცხა პატარა ტატოს სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახის ანგარიშზე .