ინგლისურ-გერმანული საღამო ქალაქ ჯვრის პირველ სკოლაში

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ქალაქ ჯვარის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბ "The Evergreens"-"მარადმწვანეები"-ს წევრებმა,  გერმანულენათმცოდნე და ინგლისურენათმცოდნე ეკოკლუბელებმა თანატოლების შემოერთებით სკოლას საინტერესოი საღამო აჩუქეს.

ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს გერმანიის და ინგლისის ისტორიები, განიხილეს ქვეყნების მნიშვნელობები და მნიშვნელოვანი ფაქტები. ერთმანეთს გააცნეს ენები, რომლებიც შესანიშნავ ერთობას ინახავენ. შეისწავლეს თითქმის მსგავსი ენები, რომლებიც  გამოადგებათ სამომავლოდ. უყურეს ფილმებს, რომლებიც ასევე ასახავდა გერმანელების და ინგლისელების მნიშვნელობას დღევანდელ სამყაროში. შეასრულეს ცეკვები და სიმღერები, რომლებიც ევროპის ხალხთა ერთსულოვნებას აღწერს.

ეკოკლუბელებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკაზე და  ხაზი გაუსვეს იმასაც, ეს ქვეყნები როგორი მნიშვნელოვანნი არიან  საქართველოსთვის და მისი ევროინტეგრაციისათვის.