მეცნიერება იწყება სკოლიდან

 ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მწვანე მომავალს’’ რამდენიმე  წელია თანამშრომლობითი ურთიერთობა აქვს ოზურგეთის ,,ანასეულის სუპტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტთან’’, რომელთაც ერთად არაერთი აქტივობა განუხორციელებიათ. 13 თებერვალს დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი კვლავ ესტუმრა ანასეულის ინსტიტუტს, მიზანი გახდათ ინსტიტუტისა და სკოლების დაახლოება რომლებმაც დაიწყეს ახალი პროექტის განხორციელება, - ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან’’.

ეკოკლუბის წევრებს მასპინძლობა ინსტიტუტის თანამშრომელმა ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა ქეთევან ჩიკაშუამ გაუწია. იგი მოსწავლეებს ესაუბრა მცენარეების გამრავლებაზე, ნერგების დაკალმებაზე და დარგვაზე,  მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებული ნერგებისათვის გაამზადეს პლასტმასის კოლოფები ნიადაგით და ახალი გამოყვანილი ნერგები ,,კამელია (ჩაის ვარდი)  ჩარგეს, როგორც  მრავალწლოვანი, დეკორატიული მცენარე.

ეკოკლუბის წევრებმა ქალბატონი ქეთევანის დახმარებით დარგეს კამელიას ნერგები, მიიღეს ინსტრუქცია ხელმძღვანელისაგან და პერიოდულად დააკვირდებიან მათ  გაზრდას და გახარებას, შემდეგ კი მას გადაიტანენ თავიანთი სკოლის ეზოში. ამ პროექტით საფუძველი ჩაეყრება სკოლისა და ინსტიტუტის დაახლოებას, მოსწავლეთა სამეწარმეო უნარჩვევების განვითარებას, სამეცნიერო კვლევითი უნარჩვევების განვითარებას, ესაა სწავლა კეთებით. ინსტიტუტში მეცნიერულ დონეზე მოხდება კამელიას, მოვლა მოყვანის ტექნოლოგიის შესწავლა.