როგორ შეებრძოლნენ გორელი მოსწავლეები "გველეშაპს" (ვიდეო)

ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მე-6 მიზანთან - "სუფთა წყალი და სანიატარია" - დაკავშირებით გადაწყვიტეს მოეწყოთ აქცია. აქციას შემოქმედებითად მიუდგნენ და გადაწყვიტეს აქციისთვის ეწოდებინათ "როგორ მოვკლათ გველეშაპი". ამ სათაურისკენ მათ უბიძგა ქართულ მითოლოგიაში, ფოლკლორსა და ზღაპრებში დამკვიდრებულმა იდეამ, თუ როგორ აქვს დაპყრობილი გველეშაპს წყალი და არ აძლევს ხალხს მიკარების, გამოყენების საშუალებას. 

ეკოწევრებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე "გველეშაპი" პრობლემურ ქსელს წარმოადგენს, ამიტომ უნდა ვებრძოლოთ მას მდგრადი განვითარების მე-6 მიზნიდან გამომდინარე ქვემიზნებით.

ბავშვებმა გაამზადეს პლაკატები, რომლებზეც წყალს დაპატრონებული გველეშაპები დახატეს მათზე მიმართული ისრებით. "ეკოისარს" ბრძოლის მთავარი საშუალება  - განსახორციელებელი ქვემიზნები აწერია:

  • სუფთა წყლის თანაბარი ხელმისაწვდომობა;
  • წყლის რესურსების ნაკლებობა;
  • წყალთან დაკავშირებული დაავადებების აღმოფხვრა;
  • წყლის დაზოგვა;
  • სანიტარიასთან დაკავშირებული აქტივობები;
  • წყლის შეგროვება;
  • წყლის პროგრამები
  • წყლის ტექნოლოგიები;
  • დაცული წყალშემკრები ლანდშაფტები;
  • წყლის რესურსების მართვა;

პლაკატებზე მიუთითეს, რომ აქცია მიმდინარეობს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ეგიდით.

აქცია გაიმართა დავით აღმაშენებლის და ჭავჭავაძის ქუჩებზე.