ჩოხატაურის სოფელ კოხნარის სკოლის ეკოკლუბის "სიკეთის მარათონი"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის  საჯარო  სკოლაში  ეკოკლუბისა  და  სამოქალაქო  კლუბის  ერთობლივი  ძალისხმევით  გაიმართა  საქველმოქმედო  აქცია,  ,,სიკეთის  მარათონი".  აქციას  საფუძვლად  დაედო  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის, ხიდისთავის  საჯარო  სკოლის მიერ  საჯარო  სივრცეში განთავსებული  ინფორმაცია, რომ   მე-8  კლასის  მოსწავლე  ელენე  ლომთათიძეს  დაუდგინდა  დიაგნოზი  ,,ლიმფური  ენცეფალიტი". 

 

ინფორმაციის  საფუძველზე, აუცილებელია  ელენეს  გაეწიოს  დახმარება,  რაც  გარკვეულწილად  შესაძლებელს  გახდის  იმ  ძვირადღირებული  მკურნალობის  პროცესში  მცირედი  წვლილის  შეტანას.  კლუბის  წევრებმა  ჩაატარეს  შეკრება  და  დასახეს  გეგმა,  როგორ  დაეხმარონ თანატოლს.  შეათანხმეს  აქციის  ჩატარების  დრო  და  ადგილი,  სკოლის  მიმდებარე  ტერიტორია,  სოფლის  ცენტრში  აღმართულ  ჯვართან.  გეგმა  გააცნეს  სკოლის  ყველა  მოსწავლეს და  მასწავლებლებს,  მშობლებს,  სოფელში  დასაქმებულ  საჯარო მოხელეებს.

აქციისთვის  კლუბის  წევრებმა  შექმნეს პლაკატები  ,,დავეხმაროთ  ელენიკოს",  ,,გადავარჩინოთ  ელენიკო",  ,,ელენიკოსთვის".  შექმნეს  და  გაავრცელეს  ნაბეჭდი  ბუკლეტები  ,,ჩვენს  მეგობარს  დახმარება  სჭირდება". ბავშვებმა შეგროვილი  თანხა  გადაერიცხეს  ადრესატს. კლუბის  წევრებმა  სამადლობელი  სიტყვები  არ  დაიშურეს  აქციის  მონაწილეთა  მიმართ და  მალე  გამოჯანმრთელება  უსურვეს  თანატოლს.