რატომ არ უნდა დავწვათ პლასტმასა?

მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ "გამონათების" წევრები კვლავ აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე მიმართულ აქტივობებზე მუშაობას. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას ისევ გარემოზე ზრუნვას, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებს უთმობენ.

16 იანვარს კლუბის აქტიურმა წევრმა, სარია მამედოვამ მოამზადა და თანატოლებს გაუზიარა პრეზენტაცია: რატომ არ შეიძლება პლასტმასას დაწვა? პრეზენტატორმა აღნიშნა რამდენად მავნე გავლენას ახდენს პლასტმასას ღია წვა გარემოზე, რომ ამ დროს გამოიყოფა ისეთი მავნე ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე გარემოზე და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას. ჩამოთვალა წვის დროს ატმოსფეროში გამოყოფილი მავნე ნივთიერებებიც. ისაუბრეს, რატომაა პლასტმასას ცალკე შეგროვება მნიშვნელოვანი.

სარია ამავე პრეზენტაციას წარუდგენს სხვა კლასის მოსწავლეებსაც.