სამეგრელოში საშეშე მერქნის მოსაპოვებლად 169 ტყეკაფია გამოყოფილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ექვს სატყეო უბანში მოსახლეობასა და საბიუჯეტო ორგანიზაციებს 54625, 893 კუბური მეტრი მეორე ხარისხის მერქნის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ. ამ მიზნით სულ 169 ტყეკაფია გამოყოფილი. 2015 წლის 1 ოქტომბრამდე სოციალური ჭრის  ტყეკაფების ათვისების მაჩვენებლები: მოსახლეობის მიერ ათვისებულია 3598,7 მ³, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ  - 623,4 მ³ მეორე ხარისხის (საშეშე) მერქანი. მოსახლეობის მიერ  ყველაზე დიდია ათვისება კოლხეთისა და მარტვილის სატყეო უბნებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ კი- კოლხეთისა და მესტიის სატყეო უბნებში. რეგიონის სატყეო სამსახურის  ინფორმაციით, ამ ეტაპზე საშეშე მერქნის მოსაპოვებლად გამოყოფილ სოციალური ჭრის ტყეკაფებში სატყეო გზების პრობლემა მოგვარებულია, გარდა, ჩხოროწყუს სატყეო უბნისა, სადაც უახლოეს დღეებში მოხდება ახალი სატყეო გზის გაჭრა. ეს ახალი გზა კი დამატებით სამი ტყეკაფით სარგებლობას ხელმისაწვდომს გახდის. tyekafi