შულავერის N1 სკოლის ეკოკლუბმა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

4 ოქტომბერს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და ეკოკლუბ "გამონათებას" წევრებმა განახორციელეს აქტივობა სახელწოდებით: "ცხოველებიც განიცდიან". 

თავდაპირველად, მოძიებული ინფორმაცია დაახარისხეს და მე-6 კლასელებს ჩაუტარეს სემინარი: "ცხოველებიც განიცდიან." ესაუბრნენ ცხოველთა დაცვის შესახებ, ცხოველების დაცვის მნიშვნელობაზე. დაუსვეს კითხვებიც, რაზეც სიამოვნებით პასუხობდნენ მოსწავლეები.

კლუბის წევრებმა დაამზადეს პოსტერები და მოაწყვეს მსვლელობა მარეთის თემში მოწოდებებით: ცხოველებსაც შიათ, სტკივათ, ისინიც განიცდიან! არა ცხოველების კვლას! ქვებს ნუ ესვრი! გაუყავი ლუკმა! და ა. შ.

ბოლოს ნახატები და პოსტერები გააკრეს სადემონსტრაციო დაფაზე.

ამ აქტივობის მიზანი ცხოველების დაცვის მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობაზე ცნობიერების ამაღლება იყო სასკოლო საზოგადოებასა თუ თემში.