კონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიიის მონაწილეებისათვის!

 

კონკურსის ერთგული პარტნიორი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)  წლევანდელი კონკურის მონაწილე ეკოკლუბებს გთავაზობთ კონკურსს, რომელიც  ფუტკრებსა და მათ მნიშვნელობას შეეხება.

 

გაიცანით მეფუტკრეები, დააკვირდით მათ მუშაობას, დაუსვით კითხვები; ეწვიეთ საფუტკრე მეურნეობებს მომზადებული და მეფუტკრეების მითითებითა და წესების დაცვით, დააკვირდით ფუტკრების ქცევას; თუ შესაძლებელი იქნება, თქვენი მოკვლევის პერიოდში გადაიღეთ ფოტოები, ჩაინიშნეთ ინფორმაცია და შემდეგ მოგვიყევით, რა ისწავლეთ. 

ინფორმაციის მოძიებისთვის, სასკოლო თუ სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, უშუალოდ ეწვიოთ თქვენთან ახლოს მდებარე საფუტკრე მეურნეობებს და გაესაუბროთ ფერმერებს. 

კონკურსის ფინალზე NAITS-ი გამოავლენს 2 გამარჯვებულ გუნდს, რომლებსაც დააჯილდოვებს საჩუქრებით.

 

თქვენ შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული საკითხებიდან ერთი, ან რამოდენიმე თემა ამოირჩიოთ მოსამზადებლად, არაუმეტეს სამისა. მათ შესახებ მოიძიოთ ინფორმაცია და მოამზადოთ პრეზენტაცია ან ვიზუალური მასალა მითითებების მიხედვით: 

 

1.     გაარკვიეთ, რა არის კავკასიური ფუტკრის მახასიათებლები და რითია იგი გამორჩეული? ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადეთ პრეზენტაცია.

 

 

2.    მოიძიეთ საფუტკრე მეურნეობები თქვენს მუნიციპალიტეტში. გაარკვიეთ, საშუალოდ რამდენი სკა აქვს თითეულ მეფუტკრეს. ასევე, გამოარკვიეთ, თუ აღრიცხავენ ფუტკრებს მათი მფლობელები ან პასუხისმგებელი პირები და რა ტიპის ინფორმაციას ინიშნავენ იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესისთვის? აღრიცხავენ თუ არა ისინი ფუტკრებს NAITS-ის პროგრამაში და თუ კიროგორ? წარმოადგინეთ თქვენი მუშაობისა და მოძიებული ინფორმაციის ამსახველი პრეზენტაცია.

3.      გაარკვიეთ, ფუტკრის მოვლის შემთხვევაში, რომელი დაავადებების წინააღმდეგ უნდა გაამახვილონ ყურადღება მეფუტკრეებმა და ჩაატარონ პრევენციული ან/და სამკურნალო ღონისძიებები და რა პერიოდებში? თუ შესაძლებელი იქნა, მიიღეთ მონაწილეობა მკურნალობის პროცესში, მეფუტკრესთან ერთად (სასურველია გადაიღოთ ვიდეო ან/და სურათები)

4.    ფუტკრის კოლექტიური ინტელექტი: გარკვიეთ, რას გულისხმობს ეს ცნება და მიმოიხილეთ შემდეგი: ფუტკრის ქცევის თავისებურებები, როლების განაწილება სკაში; ფუტკრის განვითარების სტადიები: დედა, მუშა და მამა ფუტკრები. თქვენ მიერ გამორკვეული ინფორმაციისა თუ პრაქტიკულად მიღებული გამოცდილების შედეგად, მოამზადეთ პრეზენტაცია და შექმენით ვიზუალური მასალა რომელიც ზემოაღწერილ სტადიებსა თუ როლთა განაწილების სისტემას ასახავს. ვიზუალური მასალა შეიძლება იყოს ნახატები, პოსტერები, ანიმაცია ან ნებისმიერი ვიზუალური ნამუშევარი.

5.    იპოვეთ დედა ფუტკარი სკაში და აღწერეთ მისი ქცევის ძირითადი თავისებურებები, შექმენით პრეზენტაცია და ვიზუალური მასალა თქვენ მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

6.    თაფლის გარდა, რა არის ფუტკრის სხვა პროდუქტები და რა სასარგებლო თვისებებს ატარებენ ისინიმოიკვლიეთ ინფორმაცია, გაარკვიეთ, რომელ  პროდუქტებს აწარმოებენ მეფუტკრეები თქვენს მუნიციპალიტეტში, მოამზადეთ პრეზენტაცია და დაურთეთ ვიზუალური მასალა.

7.    გაარკვიეთ, რომელიმეთაფლიამცენარეები გვხვდება თქვენს მუნიციპალიტეტში; რომელ სეზონზე ყვავიან ისინი? მოამზადეთ პრეზენტაცია და დაურთეთ ვიზუალური მასალა.

8.    თაფლის მიღება: გაარკვიეთ და დაახასიათეთ თაფლის გამოწურვისა და ამოღების პროცესები. თუ შესაძლებელია, დაესწარით პროცესს, აღწერეთ იგი და წარმოადგინეთ ვიზუალური მასალა (ფოტოამბავი, ნახატი/ნახატების სერია, ).

9.    ფუტკრის როლი ეკოსისტემაში: სანდო წყაროებზე დაყრდნობით, მოიძიეთ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია და წარმოადგინეთ პრეზენტაცია.

10ფუტკართან დაკავშირებული საფრთხეები დღევანდელ ეკოსისტემაში, მათი გამომწვევი მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები: სანდო წყაროებზე დაყრდნობით, მოიძიეთ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია და წარმოადგინეთ პრეზენტაცია.

11.  შესაძლებლობის ფარგლებში, გაარკვიეთ რა გზას გადის თაფლი (ან ფუტკრის სხვა პროდუქტები) საფუტკრე მეურნეობიდან ჩვენს სუფრამდე – სასურველია კონსულტაცია გაიაროთ თქვენი რაიონის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან.  

კონკურსის ფინალში NAITS-ი გამოავლენს 2 გამარჯვებულ გუნდს, რომლებსაც დააჯილდოვებს საჩუქრებით.

 

შერჩეული და შესრულებული სამი დავალება თავისი ვიზუალური მასალით გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: giorgi.kavteladze@cenn.org , ხოლო კეცხოველის ფარგლებში ქულების მისაღებად (50 ნერგი), სამივე დავალება ატვირთეთ forestry.ge-ზე. სათაურის ველში ორივე შემთხვევაში მიუთითეთ: NAITS-ის დავალება.

 

NAITS- ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO- ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

 

2023 წლიდან ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემაში (NAITS) უკვე სავალდებულოა საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციაცNAITS- ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას იმ შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა აღრიცხვა და რეგისტრაციაც კანონით სავალდებულოა. ელექტრონულ სისტემაში თავმოყრილია ინფორმაცია ცხოველების ადგილსამყოფელის, მათი მფლობელების ან მათზე პასუხისმგებელი პირების შესახებ, ასევე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე - მაგალითად, აცრილები არიან თუ არა, ან როდის მიიღეს ესა თუ ის ანტიბიოტიკი.

 

*ვიდრე საფუტკრე მეურნეობებს ეწვევით, გაითვალისწინეთ, რომ ფუტკრის ნაკბენი შესაძლოა თქვენთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაში, თუ  ალერგიული ხართ.