ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2023-ის შუალედური შედეგები

2022 წლის 1 სექტემბრიდან დარეგისტრირებული ეკოკლუბები forestry.ge-ზე ონლაინ სისტემის საშუალებით გვიგზავნიდნენ ინფორმაციას ეკოკლუბის საქმიანობების შესახებ. კონკურსის წესების შესაბამისად, თითოეული საქმიანობისთვის ეკოკლუბს შესაბამისი ნერგი (ქულა) ენიჭება.

გთავაზობთ ეკოკლუბების მიერ დაგროვებულ ნერგებს რეგიონების მიხედვით (ნერგები მოცემულია 1 მარტის მონაცემებით).  ყველა სკოლას წარმატებას გისურვებთ და შეგახსენებთ, რომ საკონკურსო ქულების დაგროვება 2023 წლის 1 ივნისამდეა შესაძლებელი.