ყვავილების დარგვის აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის სკოლაში

გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის  საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა  გადაწყვიტეს, დედამიწის კვირეულისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი აქტივობა  დაეთმოთ უმცროსი მეგობრებისათვის - პირველკლასელებისა და  ბაღის აღსაზრდელებისათვის და ისინი ჩაერთოთ  საინტერესო და სასარგებლო საქმიანობაში.

პატარები აქტიურად ჩაერთვნენ აქტივობაში. საკუთარი ხელებით მიწით ავსებდნენ ფერად ქოთნებს, რომლებსაც ,,ბუნების ქომაგებმა” მეორე სიცოცხლე შესძინეს და რგავდნენ სხვადასხვა ქოთნის ყვავილს.

ეს იყო არა მხოლოდ ყვავილების დარგვაარამედ ბუნების სიყვარულის პირველი გაკვეთილი და იმის გაცნობიერებარომ პატარა ქმედებასაც კი შეუძლია დიდი ცვლილება მოიტანოსეს აქტივობა მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და პატარებში ბუნების სიყვარულისა და პატივისცემის გაღვივებას.