29 აპრილს ჟინვალის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "არაგვის: წევრები მიწვეულნი იყვნენ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ოფისში. კლუბის წევრებმა მონაწილება მიიღეს საგანმანათლებლო პროექტის "ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მათი აქტიური ჩართვა გარემოსდაცვით აქტივობებში და ეროვნული პარკის პოპულარიზაცია.
ამ პროექტის სამიზნე ჯგუფი იყო ეკოკლუბები. კონკურსის თემა იყო "დაცული ტერიტორიები და მათი მნიშვნელობა და სარგებელი". კონკურსის წევრებს უნდა წარმოედგინათ თავიანთი ნამუშვერები ორ ნომინაციაში, 1) ესე-დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა და სარგებელი, 2) ნახატი, ფოტო ან პოსტერი-დაცული ტერიტორიაზე გატარებული ერთი დღე და ჩემი თვალით დანახული სამყარო. მოსწავლეებმა წარადგინეს ორი "ესე" და სამი ნახატი.
კლუბის "არაგვის" წევრებთან ერთად მიწვეულნი იყვნენ შუაფხოს სკოლის ეკოკლუბის წევრებიც , რომელთა ნამუშვერებიც იყო ასევე საინტერესო. კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოვება მოახდინეს სამახსოვრო საჩუქრებით დაცული ტერიტორიების წარმომადგენლებმა.