ხაშურის N1 სკოლის სოციალური პროექტი

ხაშურის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაგეგმეს პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველი ჩვილების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის საქველმოქმედო მიზნით სამოსის შეგროვებას გულისხმობს.

აქციის დაგეგვმა-განხორციელებაში მონაწილეობას აქტიურად იღებდნენ ამავე სკოლის უფროსკლასელებიც, რომლებსაც სურდათ წვლილი შეეტანათ და ამავდროულად გამოცდილება მიეღოთ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ეკოკლუბელები დაეხმარნენ ხაშურში მცხოვრებ ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახს. ბავშვებმა სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს გადასცეს ტანსაცმელი და სათამაშოები.

აქტივობამ გამოიწვია ხაშურის N1 სკოლის სხვა მოსწავლეთა დაინტერესება და მათაც გაუჩინა სურვილი ჩართულიყვნენ მსგავს პროექტებში. ეკოკლუბელები სოციალურ აქციებს კიდევ გეგმავენ.