სოფელ ხუნწის სკოლის ეკოკლუბმა მარტვილის კანიონის ტერიტორია დაასუფთავა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა და მარტვილი კანიონის დაცვის წევრმა კანიონის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩაატარეს.

ერთობლივი ძალებით დაასუფთავეს კანიონის ტერიტორია ბოთლებისგან, პოლიეთილენის პარკებისა და სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან რაც აბინძურებდა გარემოს, სადაც უამრავი ტურისტი სტუმრობს. ბავშვებმა მოაგროვეს საკმაო რაოდენობის ნარჩენი, რომელიც შემდეგ განათავსეს სანაგვე ურნაში.

მარტვილის სოფელ ხუნწის სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონურსში წელს პირველად ჩაება.