შეავსეთ WWF-ის შემეცნებითი ტესტი, დამატებით მიიღეთ საკონკურსო ნერგები!

წარმოგიდგენთ შემეცნებით ტესტს, რომელიც შექმნილია ვებგვერდზე on.ge, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ 2020 წელს მომზადებული ანგარიშის — "პლანეტაზე სიცოცხლის შესახებ" მიხედვით. ამ ანგარიშში ბევრ საინტერესო და საგულისხმო ფაქტს გაიგებთ: მაგალითად, იმას, რომ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა სახეობის პოპულაციები საგანგაშოდ, 68 პროცენტით შემცირდა, ეს ტენდენცია კი მზარდია.

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ეკოკლუბებს შესაძლებლოა გაქვთ გადახვიდეთ აქვე თანდართულ პორტალ on.ge-ს ბმულზე. შეავსოთ ტესტი, გაიღრმავოთ და გადაამოწმოთ საკუთარი ცოდნა და კეცხოველის პრემიის ფარგლებში დამატებით მიიღოთ 10 ნერგი. 

გაითვალიწინეთ, რომ ყოველი ეკოკლუბის ერთ წევრს მხოლოდ ერთჯერდად შეუძლია ტექსტის შევსება და შესაბამისად 10 ქულის მიღება. ტესტში თქვენი მონაწილეობის დასადასტურებლად საკონკურსოდ გამოგზავნეთ „დასქრინული“ ფოტოები, სადაც ასახული იქნება უკვე შევსებული ტესტი (ფოტოები გამოგზავნეთ ეკოკლუბის პროფილიდან, მიუთითეთ SDG 4, ან, SDG 15.

ასევე თანდართული დოკუმენტის სახით გთავაზობთ ხსენებული ანგარიშის სრულ ქართულენოვან ვერსიას, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ტესტის შევსებამდე დაკვირვებით გაეცნოთ.

გისურვებთ წარმატებას!

 ანგარიში

Our-Planet-GEO