გაამწვანე სკოლის ეზო - შესაძლებლობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე თბილისისა და რუსთავის სკოლებისათვის.

CENN, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე თბილისისა და რუსთავის სკოლებს გაძლევთ შესაძლებლობას, გაამწვანოთ თქვენი სკოლის ეზო.

კონკურსში მონაწილეობისთვის,  ელ.ფოსტაზე -  giorgi.kavteladze@cenn.org ,  გამოგვიგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია:

•           მოკლედ მოგვწერეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის ეზოს გამწვანება;

•           ვინ აიღებს მოვლა-პატრონობას ნერგების მოვლაზე;

•           სკოლის ეზოს ფოტო და ფართობი (გვჭირდება ვიცოდეთ, ზუსტად რა ადგილის ათვისებაა შესაძლებელი. სასურველია, მაქსიმალურად დიდი ფართობი, რომ ნერგებს გახარების შესაძლებლობა მიეცეს);

მოთხოვნილი ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 7 აპრილი.

შერჩეულ 1 ან 2 სკოლას ვეწვევით კონტეინერული ნერგებით, რათა გამწვანების პროექტის განხორციელებით შევუერთდეთ  დედამიწის დღის კვირეულს.

წარმატებას გისურვებთ!