22 მაისი ბაღის ფრინველთა საათი

,,ბაღის ფრინველთა საათი” გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანიაა. უკვე 11 წელია, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველ 22 მაისს, ერთი საათის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეები პატარა მკვლევარები ხდებიან და ბაღის ფრინველებს ითვლიან. კამპანიის ფარგლებში აღირიცხებიან ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველები და იქმნება რუკა.

როგორ შევძლებ დისტანციური სწავლების დროს?

ამჯერად მოსწავლეები დამოუკიდებლად, საკუთარი სახლებიდან შეძლებენ ფრინველების ჩაწერას.
მონაცემებს კი აგროვებს პედაგოგი და ავსებს "საბუკოს"ფორმას.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

კამპანიაში მონაწილეობამდე დაგჭირდებათ ფრინველების ცნობა. ეს ძალიან მარტივია! შეგიძლიათ, ამ ბმულზე ჩამოტვირთოთ ბაღის ფრინველთა საიდენტიფიკაციო ფურცელი და ბროშურა:

ან უბრალოდ აღრიცხოთ ფრინველები. რომლებსაც უკვე ცნობთ. ერთი საათის განმავლობაში, შერჩეულ ადგილას უნდა ჩაიწეროთ თქვენ მიერ დანახული ფრინველების სახეობები და თითოეული სახეობის რაოდენობა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფურცელი, ან საბუკოს მობილური აპლიკაცია, რომელსაც ჩამოტვირთავთ ბმულზე:
https://play.google.com

შემდეგ კი თქვენი შედეგები გაგვიზიაროთ ჩვენ, ამ ფორმის საშუალებით:
https://sabuko.ge

 

კონტაქტი:

https://sabuko.ge/ge/

OFFICE@SABUKO.GE

ინფორმაცია კამპანიების შესახებ რეგულარულად ქვეყნდება ფეისბუქ გვერდზე:

https://www.facebook.com/sabuko.org

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში